თეგი: "ალ ყაიდა"

ჯო ბაიდენი: ტერორისტული დაჯგუფების „ალ ყაიდას“ ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი ლიკვიდირებულია

"ავღანეთში ლიკვიდირებულია ტერორისტული დაჯგუფების, „ალ-ყაიდას“ ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი", - ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა. ვიდეომიმართვისას ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკან არასდროს იხევს და სამართალი აღსრულდა. "ავღანეთში მოკლულია ტერორისტული დაჯგუფების, „ალ-ყაიდას“ ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი. როგორც მთავარსარდალი პასუხისმგებელი ვარ, რომ აშშ იყოს უსაფრთხოდ. ჩვენი ადმინისტრაცია გააგრძელებს „ალ-ყაიდასგან“ ნებისმიერი ადგილიდან მიმდინარე საფრთხეების განეიტრალებას", - განაცხადა ბაიდენმა. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის ვიდეომიმართვამდე, სააგენტო Reuters-მა და ტელეკომპანია CNN-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ "ალ-ყაიდას" მეთაური მოკლულია უპილოტო საფრენი აპარატიდან განხორციელებული დარტყმის შედეგად.